”რასინგთან” მატჩში ანდრეს ინიესტა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. ”ბარსელონას” ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაშია. მისი გოლები კი გუნდს მნიშვნელოვან მატჩებში გამარჯვების მოპოვებაში ეხმარება.
ყველაზე მეტი გოლი
მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ინიესტა პირველ გუნდში თამაშობს, მას ამ რაოდენობის გოლი არ გაუტანია. მიმდინარე სეზონში ანდრესის ანგარიშზე უკვე 7 გოლია, რაც მისი პირადი რეკორდია: ”ამ სეზონში მე გოლები გამაქვს და იმედია, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება. ყველას იმედი აქვს, რომ მომავალ სეზონში ოდნავ უფრო უკეთეს ფორმაში იქნებიან. უნდა შევეცადო, რომ მომდევნო წელს კიდევ უფრო უკეთესი ვიყო. ყველანი უნდა განვვითარდეთ.”
ვიფიქროთ თასზე
მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა კონცენტრაცია მოახდინოს სამეფო თასზე და ”ალმერიასთან” თამაშზე. ინიესტას მიიჩნევს, რომ: ”ნახევარ-ფინალი ძალიან რთული იქნება. ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ მათ მოვუგოთ. ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ ორი მატჩში გვაშორებს ფინალს.”