მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი ჩავის პასუხობს: “მსგავსი მიდგომით პიკეს დავკარგავდით”

პუიოლი ჩავის პასუხობს: “მსგავსი მიდგომით პიკეს დავკარგავდით”

2016/17 წლების სეზონში მადრიდის “რეალმა” ტრიუმფი იგემა (ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველობის სახით), “ბარსა” კი სამეფო თასს დასჯერდა. კარლეს პუიოლი დარწმუნებულია, რომ კატალონიური გრანდი ტიტულების მოპოვებას გააგრძელებს და აკრიტიკებს მათ, ვისაც “ბლაუგრანას” მიერ მოპოვებული თასის ფასეულობაში ეჭვი ეპარება.

“მახსოვს როგორ აღნიშნეს მადრიდში სამეფო თასის მოგება, როცა პრიმერასა და ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი ვიგემეთ. ვფიქრობ, ყოველ ტიტულს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალი სეზონი იწყება და ვნახოთ რა მოხდება.”-ამბობს ექსკაპიტანი ტიტულების თაობაზე.

კარლესმა აგრეთვე უპასუხა ჩავის, რომელმაც განაცხადა, რომ “ბარსელონას” აკადემიიდან წასულ ახალგაზრდებს გუნდში არ დააბრუნებს.

“ჩავის აზრი პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ეს საკითხი ინდივიდუალურ საფუძველზე უნდა იქნეს განხილული. თუ ფეხბურთელი გჭიდება და ის წავიდა? მსგავსი მიდგომა დაგვაკარგვინებდა პიკეს, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობდა.

პიკესთან მიმართებაში არაფერს შევცვლიდი და ანალოგიურად ვიმოქმედებდი. უფრო დიდ თანხასაც კი გადავიხდიდი. ჟერარი 5 მილიონად? ეს უბრალოდ საჩუქარია.”

პუიოლმა აღნიშნა, რომ ნელსონ სემედუ “შესანიშნავი ფეხბურთელია”, ამავდროულად კი სიმშვიდის შენარჩუნების საჭიროებას ხაზი გაუსვა, “რათა უკეთ დავინახოთ, თუ როგორ გაივლის ახალწვეული ადაპტაციას “ბარსელონაში”.

მარკო ვერატის თემაზე კარლესმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “პსჟ-ს მისი გაყიდვა არ სურს. მათ ფული არ სჭირდებათ. აქ ყველაფერი არა სურვილზე, არამედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ეს “ბარსელონას” სატრანსფერო კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, ფანჯრის დახურვამდე კი წინ საკმაოდ დიდი დროა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში