“ბენფიკამ” გამოაცხადა, თუ როგორი პირობებით გადავიდა ნელსონ სემედუ “ბარსელონაში”.
პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კატალონიელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ამ შემთხვევაში, “ბენფიკამ”, შესაძლოა, სემედუს მიერ “ბარსელონაში” ჩატარებულ ყოველ 50 ოფიციალურ მატჩში 5 მილიონი ევრო მიიღოს.
ესპანური El Mundo Deportivo კი განმარტავს, რომ საუბარი მიდის პერიოდებზე, რომლებიც მცველის ამჟამინდელ კონტრაქტსა და სამომავლოდ შესაძლო გახანგრძლივებას მოიცავს. ამგვარად, დამატებითი გადასახადის მაქსიმალურმა ფასმა, შესაძლოა, 10 მილიონი ევრო შეადგინოს.


