Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ინტერი” “ბარსელონას” “პალმეირასის” მცველის, იერი მინას ტრანსფერში კონკურენციას გაუწევს.
გავრცელებული ცნობებით, მილანელთა სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუზილიომ იტალიელ აგენტს, ალესანდრო ლუჩის 22 წლის ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. შესაძლოა, სწორედ ლუჩი გახდეს ტრანსფერში შუამავალი.
“ინტერისთვის” პრობლემას ის ქმნის, რომ “პალმეირასს”, “ბარსელონას” წინაშე, გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული. სწორედ ამ საკითხზე საუბრობს ფეხბურთელის აგენტი მარიო მაური:
“პალმეირასის” ვალდებულებაა, “ბარსელონა” გააფრთხილოს, თუ მინას თაობაზე რაიმე შეთავაზება იქნება.
ჩემი კლიენტი მაღალი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა. ამის მიუხედავად, ის საკმაოდ მოძრავია და გოლების გატანაც ეხერხება. თუ პარალელს იტალიელ ფეხბურთელებთან გავავლებთ, მინა ანდრეა ბარძალის მაგონებს.”



