პუიოლი:”გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია “ბარსასთვის”

პუიოლი:”გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია “ბარსასთვის”

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია “ბარსასთვის”. მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე: “ იგი “ბარსასთვის” საუკეთესოა. მე ვერ წარმომიდგენია “ბარსა” მის გარეშე.

მე უკვე 32 წლის ვარ. თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ და მომავალს საკმაოდ იმედით აღსავსე ვუყურებ. მე კიდევ რამდენიმე წელი შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.”

პუიოლმა ასევე ისაუბრა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან დაკავშირებით , რომლებიც “ბარსელონას” ფეხბურთელები არიან: ” მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს აქ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამივე მათგანი დამსახურებულად ატარებს ამ ტიტულს.”

ბოლოს “ბლაუგრანას” კაპიტანმა ისაუბრა, “ბარსას” ბოლო 2 წლის წარმატების შესახებ და განაცხადა, რომ ამის  განმეორება ურთულესია: ” ეს ძალიან რთულია. არც ერთ გუნდს ეს არ გაუკეთებია. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ მოვიგოთ ყველაფერი, რასაც კი შევძლებთ,” დაასრულა პუიოლმა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია