უეფას მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში მადრიდული გუნდები ლიდერობენ. “რეალსა” და “ატლეტიკოს” კატალონიის “ბარსელონა” მოსდევს. აღნიშნული რეიტინგი შედგენილია გასული 4 სეზონის მიხედვით, რომლებშიც დიეგო სიმეონეს გუნდმა 2-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ერთხელ ნახევარფინალიდან, მეორედ კი მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს.
აღსანიშნავია, რომ როცა არგენტინელმა “როხიბლანკო” ჩაიბარა (2011), გუნდი 23-ე პოზიციაზე იმყოფებოდა. სამეულში კი “მანჩესტერი” და “ჩელსი” იყვნენ, რომლებიც ამჯერად ათეულს მიღმა დარჩნენ.
“ბარსელონას” შემდეგ, რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილები შესაბამისად “ბაიერნმა” და “იუვემ” დაიკავეს.



