მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელემ საკუთარი თავი “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შესთავაზა

დემბელემ საკუთარი თავი “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შესთავაზა

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, უსმან დემბელე ძალისხმევას არ იშურებს, რათა თავისი ამჟამინდელი კლუბი დატოვოს, იტყობინება Sport Bild.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელის აგენტმა, მუსა სისოკომ თავისი კლიენტი მიუნხენის “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შესთავაზა.

ადრე “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა და გერმანული კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი, პეტერ ბოში დემბელეს წასვლას გამორიცხავენ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის წასვლის გამო დემბელე “ბორუსიას” დატოვებას ისურვებდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში