რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლიონელ მესი “ბარსელონასთან” კონტრაქტს 2021 წლამდე გაახანგრძლივებს.
კატალონიური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, კონტრაქტი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაფორმდება. თუმცა, ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ლეო “ბარსაში” კიდევ მინიმუმ 4 წელს გაატარებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 30 წლის არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება.



