მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალი” სებალიოსისთვის ბრძოლაში ფავორიტია და ახალ სტრატეგიას მიმართავს

“რეალი” სებალიოსისთვის ბრძოლაში ფავორიტია და ახალ სტრატეგიას მიმართავს

“ბეტისის” ნახევარმცველმა, დანიელ სებალიოსმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშით, სადაც ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ორი ესპანური გრანდი – “რეალი” და “ბარსელონა” მოხიბლა.

კატალონიური და მადრიდული კლუბები სებალიოსისთვის დაძაბული ბრძოლისთვის მზად არიან.

Don Balon-ის ინფორმაციით “რეალი” იმედოვნებს, რომ ეროვნულ ნაკრებში სებალიოსის თანაგუნდელი, მარკო ასენსიო ახალგაზრდა ესპანელს “ბლანკოსში” გადასვლაში დაარწმუნებს.

ახლო წარსულში ისიც დაიწერა, რომ დანიელისთვის მებრძოლ კლუბებს შორის “რეალი” “ბეტისს” ყველაზე მეტ თანხას, 20 მილიონ ევროს შესთავაზებს. როგორც ჩანს, “სამეფო კლუბი” სებალიოსისთვის ბრძოლის ფავორიტია, ვერატიზე კონცენტრირებული “ბარსელონა” კი სერიოზულ ნაბიჯს კვლავ არ დგამს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში