მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელეტი: “ვერატი ჩავის იდეალური შემცვლელი არ არის”

ბელეტი: “ვერატი ჩავის იდეალური შემცვლელი არ არის”

“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, ჯულიანო ბელეტიმ მარკო ვერატის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, რომელიც კატალონიური კლუბის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირი მიიჩნევს, რომ იტალიელი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესს არ უნდა შევადაროთ.

“ვერატის თამაშს თვალყურს ხშირად არ ვადევნებ, მაგრამ მას შეუძლია ვალვერდეს გუნდში ადაპტაცია გაიაროს და “ბარსელონას” მოერგოს. არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მარკო ჩავის იდეალური შემცვლელია.

მსგავსი შედარება არ ეხმარება ფეხბურთელს, რომელიც მზადაა გუნდს შეუერთდეს. თითოეულ მოთამაშეს საკუთარი სტილი აქვს.“-ციტირებს ბელეტის სიტყვებს Mundo Deportivo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში