მიუხედავად სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში დაწინაურებისა, “ჟირონა” კატალონიის სუპერ თასისთვის ვერ იბრძოლებს.
კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ანდრეუ სუბიესი გვამცნობს, რომ ტურნირის რეგლამენტის თანახმად, სუპერ თასისთვის ბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს ორი უძველესი კატალონიური კლუბი, რომელმაც პრიმერაში ყველა სხვა დანარჩენზე მეტი სეზონი ჩაატარა.
აქედან გამომდინარე, კატალონიის სუპერ თასზე მხოლოდ “ბარსელონა” და “ესპანიოლი” ითამაშებენ.
კატალონიის სუპერ თასის პირველი გათამაშება 2014 წელს შედგა და “ბარსელონამ” გაიმარჯვა. მომდევნო ჯერზე (2016) ტრიუმფი “ესპანიოლმა” იგემა.



