დღეს კატალონიურმა “სპორტმა” გამოაქვეყნა ინფრომაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხავიერ მასკერანოთი არის დაინტერესებული ლონდონის “არსენალი”. არსენ ვენგერს ჯერ კიდევ ხავიერის თავის გუნდში გადაბირება “ლივერპულში” თამაშის დროს სურდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა დაასწრო. არსენს აქვს გეგმა არგენტინელთან დაკავშირებით, თუკი იგი ამ შეთავაზებას დაეთანხმება იქნება ძირითადის ფეხბურთელი, ჩესკ ფაბრეგასი კი გათავისუფლდება დაცვითი ფუნქციებისაგან, “მეთოფეები” მზად არიან 24 მილიონი გადაიხადონ ამ ფეხბურთელში. არ არის გამორიცხული, რომ ეს ფეხბურთელი მომავალში გამოყენებული იქნას ფაბრეგასის ტრანსფერში.
მასკერანოს კლუბთან ჯერ კიდევ აკავშირების გრძელვადიანი კონტრაქტი. იგი კლუბში ამ სეზონის დასაწყისში მოვიდა და ძირითადში ჯერ ფეხი ვერ მოიკიდა. მაგრამ მასკერანოს მოედანზე ხშირად ვხედავთ, შეცვლაზე შემოსულს თუ ძირითადში მყოფს. მან ლა ლიგაში 19 მატჩიდან 14 ში მიიღო მონაწილეობა.



