“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ დაინიშნა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდე.
“ვალვერდე ჭკვიანი მწვრთნელია, რომელსაც “ბარსელონას” ფილოსოფია კარგად ესმის. აგრეთვე, ის კლუბის მიერ აღზრდილ ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღებას. ერნესტო უკვე მოქმედებს, მაგრამ მუშაობას სრულად 10 ივლისს შეუდგება.
გვჭირდებოდა სპეციალისტი, რომელსაც “ბლაუგრანას” “კანტერა” ანაღვლებს, რადგან იქ შესანიშნავი მოთამაშეები არიან. რეზერვისტებს ძირითად გუნდში მოხვედრა შეუძლიათ.”-ამბობს ბართომეუ.



