თუ კატალონიურ Sport-ს დავუჯერებთ, “ბარსელონა” არ აპირებს ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდის” 28 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველში, პულინიოში, 25 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.
ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 14 ივლისს იხურება. ეს კი ნიშნავს, რომ “ბარსას” ფეხბურთელის შესაძენად ორ კვირაზე ცოტათი მეტი აქვს. ეს იმ პირობებში, როდესაც “გუანჩჟოუ” 40 მილიონს ითხოვს, “ბარსელონა” კი 25 მილიონს იხდის.
სიტუაციას ჩინური კლუბის ფინანსური შესაძლებლობები ართულებს. “გუანჩჟოუ” მყიდველ გუნდად უფრო ითვლება, ვიდრე გამყიდველად. შესაბამისად, ჩინელების ფინანსურად დაინტერესება რთული იქნება. თუმცა, თუ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ფელიპე სკოლარის დავუჯერებთ, “გუანჩჟოუ” ნებისმიერ კლუბთან მოლაპრაკებებისთვის მზადაა.


