workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
“ბარსელონამ” შესაძლოა დემბელე დაკარგოს – ფეხბურთელი მანჩესტერშია

“ბარსელონამ” შესაძლოა დემბელე დაკარგოს – ფეხბურთელი მანჩესტერშია

უსმან დემბელე რომ ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდაა და წინ დიდი მომავალი აქვს, ამაზე არავინ დაობს. მასზე მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და აქტიურობს კატალონიის “ბარსელონაც”. ამდენი მსურველის ფონზე, “რენიდან” მისული ფეხბურთელის შენარჩუნება დორტმუნდის “ბორუსიას” ძალიან გაუჭირდება, თანაც იმის ფონზე, რომ ფრანგი უკმაყოფილოა თომას ტუხელის წასვლით.

სწორედ კატალონიური გრანდი და პსჟ აქტიურობენ ყველაზე მეტს, თუმცა გერმანელები დემბელეს 90 მილიონად აფასებენ. “ბარსელონას” შეთავაზება კი 50 მილიონს+20 მილიონია სხვადასხვა ბონუსების სახით.

დღეს კი, ფეხბურთელი მანჩესტერში შენიშნეს პეპ გვარდიოლასთან ერთად, რომელსაც ძალიან ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს უკავშირებენ. LE10Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ინგლისში დასასვენებლად იმყოფება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ “ქალაქელების” რიგებიდან ხესუს ნავასის წასვლასა და ამასთანავე ნოლიტოს შესაძლო ტრანსფერს, არსებობს გარკვეული შანსი იმისა, რომ “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელს საკუთარ გუნდში 20 წლის შემტევის ხილვა სურს.

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ “სიტიმ” 1 თვეზე ნაკლებ დროში უკვე დახარჯა 90 მილიონი (მორაესისა და ბერნარდო სილვა შესაბამისად 40 და 50 მილიონი), მივხვდებით რომ ინგლისელებს ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ აქვთ.

მაგრამ ნუ დავივიწყებთ დორტმუნდელთა სპორტული დირექტორის, მაიკლ ცორკის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც კლუბი თავის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას არ გაყიდის: “უსმანს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ დიდი ხნით აკავშირებს და ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. იგი მომავალ სეზონშიც “ბორუსიას” მაისურით ითამაშებს და თუ ჩვენ არ დაგვეკონტაქტება, იძულებულნი ვიქნებით ფიფას მივმართოთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward