“ბარსელონას” თურქი შემტევი ნახევარმცველი არდა თურანი “ბეშიქთაშში” არ გადავა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, თურანმა “ბეშიქთაშში” თამაში იმ მიზეზით იუარა, რომ თავის დროს, ის ამ გუნდის პრინციპულ მეტოქეში, “გალათასარაიში” თამაშობდა. სწორედ “გალათასარაის” სკოლის აღზრდილია თურანი.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბეშიქთაში” ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს იხდიდა, რაც 30 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც გუნდის გეგმებში აღარ შედის, ძალიან კარგი ფასია.

