“მანჩესტერ იუნაიტეტისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, უეინ რუნიმ, ჩემპიონთა ლიგის იფიციალურ ჟურნალთან ინტერვიუში ისაუბრა კატალონიის “ბარსელონაზე” და განაცხადა, რომ “ბლაუგრანა” საუკეთესო კლუბია და იგი ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე რეალური კანდიდატია.
“შესანიშნავ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას ჰყავს შესაიშნავი გუნდი, რომელიც ძალიან ძლიერია და ყველასაგან განსხვავებით ლამაზ და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. “ბარსელონა” თავისი ბრწყინვალე თამაშით ყოველთვის ადვილად და დამსახურებულად იგებს მატჩს, რაც ამ კლუბის ყველა წევრისათვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს.”- განაცხადა ინგლისელმა თავდამსხმელმა.
დასასრულს უეინმა აღნიშნა კატალონიური კლუბის ასპარეზი ჩემპიონთა ლიგაზეც: “”ბარსელონას” დამარცხება ჩემთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია. ამ კლუბს შეუძლია მოინდომოს და ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს, ამიტომ იგი ამ ტურნირზე გამარჯვების დიდი კარდიდატია.”

რუნი:””ბარსა” საუკეთესოა”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


