დუგლას პერეირამ კარიერა, შესაძლოა, თურქეთში განაგრძოს. ბრაზილიელი მცველის კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2019 წელს იწურება. გასული სეზონი მან არენდის წესით “სპორტინგში” გაატარა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით ის გუნდისთვის საჭირო მოთამაშე გახდება.
იმის გათვალისწინებით, რომ დუგლასი ახალი მწვრთნელის გეგმებში არ შედის, მას ახალი გუნდის პოვნა მოუწევს. აქამდე პრესაში მისით დაინტერესებულ კლუბებზე არაფერი დაწერილა. გამოჩნდა ერთი კანდიდატი თურქეთიდან. საუბარია “ფენერბახჩეზე”, რომელსაც Fanatik-ის ინფორმაციით, მისი გაფორმება ამ ზაფხულში სურს.
დუგლასის შეძენა “ფენერბახჩესთვის” პრიორიტეტი არ ყოფილა, მაგრამ სხვა ფეხბურთელთა ტრანსფერზე მუშაობისას განცდილი კრახის გამო, თურქები ბრაზილიელზე იმუშავებენ.

