მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: “მადლობა “ნასიონალს”

სუარესი: “მადლობა “ნასიონალს”

“ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი მშობლიური გუნდის, “ნასიონალის” სავარჯიშო მოედნის გახსნას დაესწრო. ამ მოედანს სწორედ სუარესის სახელი უწოდეს.

ახალი, ხელოვნურსაფარიანი მოედნის გახსნის ცერემონიაზე, სიტყვით სუარესიც გამოვიდა.

“ძალიან ემოციურ და კარგ განწყობაზე ვარ.

აქ მოსვლას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდი. ყველა გამიგებს, რადგან ამის მიზეზი გადატვირთული კალენდარი იყო.

მინდოდა, ჩემ ბავშვებს ენახათ, საიდან მოვიდვარ. სად დავიბადე, როგორც ფეხბურთელი.

პრივილეგირებული ადამიანი ვარ, რადგან ჩემი სახელობის მოედანი არსებობს და “ნასიონალს”, ამისთვის, მადლობას ვუხდი.”

“ბარსას” ვარსკვლავი რჩევას ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც აძლევს: “თქვენ 13, 14, 15 ან 18 წლის ასაკში სირთულეებს წააწყდებით, მაგრამ ყველაფრისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ და არასდროს დანებდეთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში