workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვან დერ ვარტი: “არსენალი” ვერ დაამარცხებს “ბარსელონას”

ვან დერ ვარტი: “არსენალი” ვერ დაამარცხებს “ბარსელონას”

“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვარტმა გამოთქა თავისი მოსაზრება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში ინგლისის “არსენალისა” და ესპანეთის “ბარსელონას” დაპირისპირებაზე.

“წელს, ისევე როგორც შარშან, გამარჯვებას “ბარსელონა” მოიპოვებს. დიახ, “არსენალი” ძლიერია, მაგრამ “ბარსა” სულ სხვა დონის თამაშს აჩვენებს. “არსენალი” ვერ დაამარცხებს “ბარსელონას”. ეს ფანტასტიური გუნდია. ჩავი, ინიესტა და მესი ყოველთვის ქმნიან ისეთ საფრთხებს, რომ მეტოქეებს პრაქტიკულად შანსები აღარ რჩებათ. ჩემი აზრით “ბარსელონა” არის ფავორიტი როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ასევე ესპანეთის ჩემპიონატში.”– განაცხადა ვან დერ ვარტმა.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში ერთამენთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულები კატალონიელები გამოვიდნენ. მესიმ “არსენალის” კარში პოკერი შეასრულა.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედ ფინალური შეხვედრა “არსენალსა” და “ბარსელონას” შორის 16 თებერვალს, ლონდონში გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში