მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნირი “ზენიტთან” ახლოსაა

მუნირი “ზენიტთან” ახლოსაა

კატალონიის რადიოს ცნობით, მუნირ ელ ჰადადი სანკტ-პეტერბურგში გადასვლასთან ახლოსაა. როგორც ჩანს, “ვალენსიას” გეგმებში მუნირი არ ჯდება და კლუბი არ აპირებს ახალგაზრდა შემტევის გამოსყიდვას.

“ღამურების” ამ გადაწყვეტილებისა და იმის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ერნესტო ვალვერდე თავის შემადგენლობაში ესპანელ-მაროკოელი ფეხბურთელის ადგილს ვერ ხედავს, კატალონიელებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს და საწყისი ფასი 20 მილიონი ევროა, რაც, როგორც ჩანს, რუსული “ზენიტისთვის” ხელსაყრელი და მისაღებია.

ასევე, AS-ის სტატიაში იმასაც ვკითხულობთ, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობის აზრით მუნირის ტრანსფერის ღირებულებად 20 მილიონი ევრო ოპტიმალური ვარიანტია, და ფეხბურთელში ამ თანხაზე მეტის აღება ძალიან რთული იქნება. ასე რომ, თუ “ზენიტმა” კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართა, ტრანსფერს აღარაფერი დააბრკოლებს.
როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელიც არ არის ტრანსფერის წინააღმდეგი. ასევე სტატიაში ვკითხულობთ, რომ მუნირი პირადად პეტერბურგელთა ახალი მწვრთნელის, მანჩინის მოთხოვნაა და იტალიელი მწვრთნელისა და “ბარსელონას” ყოფილი შემტევის გზები მომავალ სეზონში გადაიკვეთება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში