იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონამ” “დორტმუნდიდან” უსმან დემბელე შეიძინა და თან კატალონიელებმა გერმანული კლუბის ამჟამინდელი მოთხოვნები დააკმაყოფილეს, ბუნდესლიგის ახალი სატრანსფერო რეკორდი დამყარდება.
ცნობილია, რომ “ბარსას” დემებელეს დამატება ძალიან უნდა, მაგრამ “დორტმუნდი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს. კატალონიელებმა, შესაძლოა, ფასის შემცირება მოახერხონ, მაგრამ თუ ტრანსფერი შედგა, ის, დიდი ალბათობით, ბუნდესლიგისთვის რეკორდული იქნება.
გერმანულ ფეხბურთში ყველაზე ძრივადღირებული ტრანსფერი 2015 წელს განხორციელდა, როდესაც “მანჩესტერ სიტიმ”, კევინ დე ბრუინის სანაცვლოდ, “ვოლფსბურგს” 74 მილიონი ევრო გადაუხადა.



