მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატიე “ბარსელონაში” დარჩება?

მატიე “ბარსელონაში” დარჩება?

ჟერემი მატიეს კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2018 წელს იწურება, ბოლო დროს კი აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, არ გამოირიცხება, რომ მომდევნო სეზონში ფრანგი კვლავ “ბლაუგრანას” მაისურით მოგვევლინოს.

კლუბის წარმომადგენლებს არ განუცხადებიათ, რომ მატიე ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის, ფრანგი კი 53 წლის სპეციალისტისგან შესაძლებლობების წარმოჩენის შანსს მოელის.

მატიე “ბარსელონაში” 2014 წელს, ლუის ენრიკეს მოთხოვნით გადავიდა. მოსალოდნელია, რომ ზაფხულში “ბლაუგრანა” უკანა ხაზს გააძლიერებს, რაც ასაკოვან ფრანგს კლუბის დატოვებისკენ უბიძგებს. თურქული მედიის ინფორმაციით, “ფენერბაჰჩე” ჟერემის  2+1 სქემის კონტრაქტს სთავაზობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში