workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხეფრენს 5 კვირა უქმად ყოფნა მოუწევს

ხეფრენს 5 კვირა უქმად ყოფნა მოუწევს

კატალონიის “ბარსელონას” ვენესუელელმა შემტევმა ნახევრამცველმა, ხეფრენ სუარესმა, რომელსაც დღეს 23 წელი შეუსრულდა, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა დღევანდელ ვარჯიშზე მარცხენა ბარძაყი დაიზიანა და უქმად ყოფნა დაახლოებით 5 კვირა მოუწევს.

დღევანდელ ვარჯიშზე 15 პირველი გუნდის ფეხბურთელთან ერთად, ოიერმა “ბარსა ბ–დან” და დელოფეუმ და ესპინოზამ, ახალგაზრდული A გუნდიდან, მიიღეს მონაწილეობა. ხეფრენი დაბადების დღის მიუხედავად ცუდ ხასიათზე დააყენა ტრავმამ. სამედიცინო ტესტების შედეგად, დადგინდა რომ სუარესს 5 კვირა მოუწევს დასვენება. ასევე ტრავმირებულია დანიელ ალვესი, რომელიც დაახლოებით 10 დღეში გამოჯანმრთელდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში