ალბერტ ხორკერა კმაყოფილი დარჩა იმითი, რომ მას კვლავ მიეცა შესაძლებლობა ეასპარეზა ესპანეთის თასზე. კატალონიელთა სათადარიგო მეკარე აღფრთოვანებული დარჩა არა მარტო კლუბის თამაშით, ასევე შედეგითაც.
“ალკოიანოსთან” თამაში ხორკერასათვის მიმდინარე სეზონში სადებიუტო აღმოჩნდა. მან ჯურნალისტებთან საუბრისას ვერ დამალა თავისი აღფრთოვანება: “შეგრძნება იყო მართლაც შესანიშნავი. გუნდი იყო ძალზე კონცენტრირებული. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას და მე თავს ძალზე აკრგად ვგრძნობდი”. ხორკერას სიტყვებით, ბოლო დროს “ბარსას” თავს დამტყდარი კრიტიკა იყო თასზე გამარჯვების კატალიზატორი. მისი განცხადებით “ბარსამ” თამაშს მოუმატა და წნეხიც მოიხსნა: “განწყობა იყო უბრალოდ შესანიშნავი, ჩვენ ვთამაშობდით მოგების დიდი სურვილით”.
სამბურთიანი სხვაობით მოგების შემდეგ ხორკერა თვლის, რომ “ბარსამ” სრულად დაიმსახურა ეს მოგება: “ჩვენ ძალზე კარგად ვითამაშეთ კლუბის წინააღმდეგ, რომელიც ქაღალდზე იყო სუსტი, მაგრამ რეალუარდ სიტუაცია სულ სხვაგვარად იყო”. მასპინძელთა მხრიდან ორი ფეხბურთელის გაძევებაზე ხკორკერამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ისინი იყენებდნენ თავის ძლიერ მხარეებს ჩვენი შეტევების შესაჩერებლად, ხოლო როდესაც მიხვდნენ, რომ არაფერი არ გამოსდიოდათ, ყველანაირი მეთოდებით ცდილობდნენ ჩვენს შეჩერებას”.
ხორკერამ ასევე მიმართა იმ გაზეთებს, რომელთა აზრითაც კლუბი კრიზისში იმყოფება და განაცხადა: “პრინციპში, გუნდი თამაშობს ძალიან კარგად. ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს ვარჯიშზე და მოედანზე. გაზეთები ყოველთვის ყველაფერს გადამეტებულად ბეჭდავენ, ჩვენ უბრალოდ უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება მცირე ყურადღება მივაქციოთ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს”.
ხორკერას ასევე კითხეს, თუ რა განწყობაზე იმყოფება კლუბის მთავარი მწვრთნელი, რაზეც მან განაცხადა, რომ რაიკაარდი არ შეცვლილა: “რაიკაარდი მშვიდადაა, როგორც ყოველთვის. რაც არ უნდა იყოს იგი ყოველთვის მშვიადად არის. მან იცის, როგორ უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა რთულ სიტუაციებში და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს”.
წყარო: www.barcamania.ru
