კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან” წასვლის მიზეზი, შესაძლოა, მისი ანტაგონისტი, ლიონელ მესი გახდეს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, რონალდუ უკმაყოფილოა იმით, რომ “სამეფო კლუბი” ფინანსური თაღლითობის გამო ფორვარდზე დაკისრებული ჯარიმის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.
აგრეთვე “ბლანკოსის” ლიდერს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ახალი ხელშეკრულების მიხედვით ლიონელ მესის ანაზღაურება ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე მისი.
იმის გათვალისწინებით, რომ “რეალი” პორტუგალიელთან გაფორმებული კონტრაქტის განხილვას არ გეგმავს, ანაზღაურების სახით, მესიზე მეტი თანხის მიღების შესაძლებლობა რონალდუს მადრიდის დატოვების შემთხვევაში ექნება.



