Calciomercato იტყობინება, რომ “ბარსელონას” მარკო ვერატისთვის ბრძოლაში კონკურენციას გერმანიის ჩემპიონი, “ბაიერნი” გაუწევს.
მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი იტალიელის ტალანტის დიდი ქომაგია. სპეციალისტმა 24 წლის მარკოს ანაზღაურების სახით, წელიწადში 15 მილიონი ევრო შესთავაზა.
“ბაიერნი” ვერატის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდის.