“ბარსელონას” ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ჟორდი ემბულა კარიერას “მონაკოში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.
18 წლის ფეხბურთელის ტალანტზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს: ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, 9 შეხვედრაში, მან 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ემბულა ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელია, “ბარსელონასთან” მოქმედ კონტრაქტში, მის გამოსასყიდ თანხად მხოლოდ 3 მილიონი ევრო იყო მითითებული. სწორედ ამით ისარგებლა “მონაკომ”, რომელშიც ახალგაზრდა ტალანტი მალე გადავა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მცველი, 16 წლის ენრიკ გარსია კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს.
ასეთ დროს, ძნელია არ გავიხსენოთ შემთხვევები, როდესაც “ბარსელონამ” ახალგაზრდა ფეხბურთელი გაუშვა, შემდეგ კი, მასში ფული გადაიხადა, ან დაბრუნება ვერ შეძლო. კატალონიელებმა ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა და სესკ ფაბრეგასი დაიბრუნეს, ნოლიტო – ვერა, ხოლო ექტორ ბელერინის დაბრუნებაზე ამჟამად მუშაობენ.
[media=https://www.youtube.com/watch?v=2c0I5xefEwU]



