“ბარსელონამ”, შესაძლოა, დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდის, უსმან დემბელეს ტრანსფერზე უარი თქვას.
ესპანური პრესის ინფორმაციით, 20 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის “ბარსელონაში” ტრანსფერზე უარყოფით გავლენას მინო რაიოლა მოახდენს, რომელიც, შესაძლოა, უსმანის აგენტი გახდეს.
2011 წელს რაიოლა ზლატან იბრაჰიმოვიჩის “ბარსადან” წასვლაზე მუშაობდა. სწორედ მაშინ, ურთიერთობა კლუბსა და მინოს შორის დაიძაბა.


