workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”კმაყოფილი ვარ, რომ ”ბარსელონა” ნახევარ-ფინალში გავიდა”

გვარდიოლა: ”კმაყოფილი ვარ, რომ ”ბარსელონა” ნახევარ-ფინალში გავიდა”

კატალონიის ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა არ იყო ძალიან გაბრაზებული იმ მარცხის გამო, რომელიც მისმა გუნდმა განიცადა ესპანეთის თასის მეოთხედ-ფინალის საპასუხო მატჩში, ”ბეტისთან” ორთაბრძოლაში.

კატალონიელებმა ანდალუსიელებთან თამაში წააგეს, ანგარიშით 3-1, თუმცა ორი მატჩის ჯამში ისინი გამარჯვებულები გამოვიდნენ და შესაბამისად ნახევარ-ფინალის საგზური მოიპოვეს.

”მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენ გავედით ქვეყნის თასის გათამაშების შემდეგ ეტაპზე, ვინაიდან ჩვენ დავამარცხეთ ძალიან ძლიერი მეტოქე. როდესაც ”ბეტისის” თამაშის ანალიზს ვაკეთებთ, ვხვდებით, რომ ეს მარტივი არ იყო. მართალია, ჩვენ სოლიდური გამარჯვება მოვიპოვეთ პირველ შეხვედრაში, მაგრამ ცხადი იყო, რომ საპასუხო მატჩში ბრძოლა მოგვიწევდა. მინდა მივულოცო ”ბეტისს”. ეს ძალიან კარგი გუნდია. ვერ გეტყვით არის თუ არა ”ბეტისი” ყველაზე ძლიერი იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ჩვენ შევხვდით თასის გათამაშებისას, მაგრამ უდავოდ ისინი საუკეთესოთა შორის არიან.”- განაცხადა გვარდიოლამ

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში