“ბარსელონას” თავდამსხმელი, მუნირ ელ-ჰადადი, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესებით “ვალენსიაში” გაატარა, “რეალ სოსიედადის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.
როგორც As იტყობინება, ბასკებს 21 წლის ფეხბურთელის არენდით აყვანა სურდათ, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა უარი განაცხადა.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე აპირებს თავიდან შეაფასოს ელ-ჰადადის შესაძლებლობები.
გასულ სეზონში, მუნირმა პრიმერაში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 5 შედეგიანი გადაცემა.



