მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუნაიტედი” ერერას “ბარსელონაში” არ გაყიდის

“იუნაიტედი” ერერას “ბარსელონაში” არ გაყიდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ანდერ ერერას “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერი დაბლოკა, იტყობინება Marca.

“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს. ერერა კლუბის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე იყო.

ესპანურმა კლუბმა ფეხბურთელზე შეთავაზება გააკეთა, თუმცა მოურინიომ კატალონიელებს შეატყობინა, რომ მიუხედავად შეთავაზებული თანხისა, ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებს.

“ბარსელონას” ალტერნატიული ვარიანტი “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი, მარკო ვერატია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში