მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ “ბარსელონასთან” არ ითამაშებს

რონალდუ “ბარსელონასთან” არ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიტშტიანუ რონალდუ, ზაფხულში გასამართ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობას არ მიიღებს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

გასულ სეზონში, ზინედინ ზიდანი რონალდუს ხშირად ასვენებდა, რის წყალობითაც, პორტუგალიელი, სეზონის დასკვნით ეტაპს, საუკეთესო ფორმაში შეხვდა. მადრდული პრესის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი გუნდის ლიდერს არც მომდევნო სეზონში გადატვირთავს.

Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ 22-29 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობას არ მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ ის 29 ივლისს, “ბარსელონას” წინააღმდეგაც არ ითამაშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში