“ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი მის მთავარ კონკურენტზე, “რეალის” პორტუგალიელ ვარსკვლავზე, კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს.
“ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთ ეპოქაში ვთამშობთ, ორივე ჩვენგანს აძლიერებს. მეც და რონალდუც ამას ყოველთვის ვამბობთ.
ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენ გუნდს რაც შეიძლება კარგი სეზონი ჰქონდეს. არა მგონია, მნიშვნელოვანი იყოს, ამაზე რას საუბრობენ.
კრიშტიანუ რონალდუ ფენომენალური ფეხბურთელია, რომელიც უმაღლესი დონისაა. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. ამიტომ, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.” – ციტირებს მესის სიტყვებს ESPN.



