workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სიუდად ესპორტივა ჟოან გამპერი”

“სიუდად ესპორტივა ჟოან გამპერი”

“სიუდად ესპორტივა” იგივე “სპორტსიტი” კატალონიის “ბარსელონას” სპორტული კომპლექსია, რომელიც 2006 წლის 1 ივნისს გაიხსნა. იგი განლაგებულია ქალაქ სან-ხუან-დესპიში ბარსელონასთან ახლოს. მისი საერთო ფართობია 136839 კვადრატული მეტრი. კლუბს მისი მშენებლობა 77.5 მილიონი € დაუჯდა.
გასული წლის თებერვალს დაიწყო კომპლექსის ახლიდან შენება. “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანიასთან “FCC”. ამ პროექტს “21-ე საუკუნის ლა მასია” ეწოდა, რომელიც მიზნად ისახავდა კომპლექსში საცხოვრებელი ადგილების შექმნას კლუბის ახალგაზრდული გუნდებისთვის.

ქრონოლოგია
1980-81: კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ლუის ნუნიესას ხელმძღვანელობით იწყება “სპორტსიტის” პროექტირება.
1989: შეძენილი იქნა მიწის ნაკვეთი.
ნოემბერი 2000: გადაწყდა, რომ სპორტულ კომპლექსს ჟოან გამპერის სახელს დაარქმევდნენ.
ივლისი 2001: კლუბმა მიიღო მშენებლობის უფლება კატალონიის ხელისუფლებისგან.
ივლისი 2003: პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ შეაჩერა მშენებლობა, რათა სახსრები მთავარ გუნდში დაებანდებინა.
ივლისი 2004: მშენებლობა განახლდა.
მაისი 2006: ჩატარდა პირველი ვარჯიში.
1 ივნისი 2006: კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.
იანვარი 2009: მთავარმა გუნდმა ჩაატარა სრულფასოვანი ვარჯიში.
იანვარი 2011: ახალი ლა მასიის გახსნა.

ინფრასტრუქტურა
მინდორი 1: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 x 68 მეტრი). ბუნებრივი გაზონი. ტევადობა – 1400 მაყურებელი.
მინდორი 2: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 х 65 მეტრი). ბუნებრივი გაზონი. ტევადობა – 400 მაყურებელი.
მინდორი 3: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 х 65 მეტრი). ბუნებრივი გაზონი.
მინდორი 4: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 х 65 მეტრი). ბუნებრივი გაზონი.
მინდორი 5: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 х 65 მეტრი). ხელოვნური გაზონი.
მინდორი 6: ფეხბურთი 7 კაცისთვის (55 x 38 მეტრი). ხელოვნური გაზონი.
მინდორი 7: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 x 68 მეტრი). ბუნებრივი გაზონი. ტევადობა – 1750 მაყურებელი.
მინდორი 8: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 x 65 მეტრი). ხელოვნური გაზონი. ტევადობა – 950 მაყურებელი.
მინდორი 9: ფეხბურთი 11 კაცისთვის (105 x 65 მეტრი). ხელოვნური გაზონი.
მულტი-სპორტული პავილიონი.
3 სავარჯიშო დარბაზი.
4 სამედიცინო დაწესებულება.
მეკარეების მოსამზადებელი ბანაკი.
გასახდელი და სხვა სერვისული შენობები.
პრესისთვის განკუთვნილი 2 დაწესებულება.

"სიუდად ესპორტივა ჟოან გამპერი"

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში