“ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატის, ლიონელ მესისა და ანტონელა როკუცოს ქორწილის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გავლენიანმა გამოცემამ Sport-მა გაავრცელა.
თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ ზეიმს “ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა ვერ დაესწრება. წყაროს ინფორმაციით, მესი ჩავის ნაბიჯებს გაჰყვა და მან საქორწილო მისაწვევი “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობის წევრებს არ გაუგზავნა (ჟოან ლაპორტასა და სანდრო როსელის ჩათვლით).
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ქორწილს ჟერარ პიკე. ესპანელი მცველის არყოფნის მიზეზი მისი მეუღლის, შაკირასა და მესის საცოლეს, ანტონელას შორის არსებული დაპირისპირება შეიძლება გახდეს.
24 ივნისს მესი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, 30 ივნისს, როსარიოში კი როკუცოსთან ურთიერთობას ოფიციალურად დააკანონებს. ლიონელსა და ანტონელას ორი შვილი ჰყავთ – ტიაგო და მატეო.




ხვალ არგენტინა-ბრაზილია
14:00 საათზე გავა უნივერსალზე,პირდაპირ ეთერში
აბა ბედნიერად ქორწილში!

გილოცავ!
იმედია ქორწილის წინ მაინც მოიპარსავს წვერს
შაკირას ინტერვიუ წავიკითხე ამასწინათ და რასისულელეაო:) არავისთანარ გვაქ კონფლიქტიო და ქორწილშიც დაპატიჟებულები ვართო:)) რასაღარ მოიგონებენ ხოლმე
გილოცააავ
😀 გილოცავ ძმა 😀
მეც და მასკერანოსაც დღეს დაბადების დღრ გვაქვს 🙂