ჟურნალმა Forbes-მა 2017 წლის 20 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი დაასახელა. რეიტინგის ლიდერი “მანჩესტერ იუნაიტედია”, რომელიც 3.689 მილიარდ დოლარად ფასდება.
მეორე ადგილი “ბარსელონას” ერგო (3.635). აგრეთვე, სამეულში მოხვდა კატალონიური კლუბის მუდმივი ანტაგონისტი, მადრიდის “რეალი” (3,58).
როგორც იცით, ამავე ჟურნალმა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად კრიშტიანუ რონალდუ სცნო. მესამე ადგილს ლიონელ მესი იკავებს, რომლის შემოსავალო 80 მილიონი დოლარია.



