“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე კატალონიურ გუნდში ამბიციური გეგმებით მივიდა. 53 წლის სპეციალისტი ყველა ტურნირის მოგებას აპირებს.
“მინდა, ყველა მატჩში და ყველა ტურნირზე მოვიგოთ. ესაა ჩემი მიზანი და როდესაც კარგი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო ხელს გიწყობს, ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება.
მინდა, შევქმნა გუნდი, რომელიც გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს. მინდა, რომ ჩემი გუნდი იყოს მიზანდასახული და მოგებისთვის ყველა თამაშში იბრძოდეს.” – ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.



