“ბარსელონა ბ”-მ, ესპანეთის მე-2 დივიზიონში აღსაზევებელი ფლეი ოფის მე-2 ეტაპის პირველ შეხვედრაში, “კარტახენა” სტუმრად 2:1 დაამარცხა და მე-3 ეტაპზე გასვლის კარგი შანსი შეიქმნა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში სტუმრებმა 51-ე წუთზე, დანი რომერას გოლით გახსნეს. 3 წუთში, “კარტახენამ” ხერმანის ზუსტი დარტყმით გაათანაბრა. შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი, გუმბაუმ გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
განმეორებითი შეხვედრა 11 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება. წყვილის გამარჯვებული კი დასკვნით, მე-3 ეტაპზე ითამაშებს და იქ მოგების შემთხვევაში, სეგუნდა დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.


