მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი შენაძენი არ ვყოფილვარ”

ვალვერდე: “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი შენაძენი არ ვყოფილვარ”

“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე აღიარებს, რომ გასული საუკუნის 80-წიანი წლების ბოლოს, ის კატალონიური კლუბისთვის წარმატებული შენაძენი არ ყოფილა.

ვალვერდე, როგორც ფეხბურთელი, “ბარსელონაში” 1988 წელს, “ესპანიოლიდან” გადავიდა. მან 29 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 ტიტული მოიგო.

“უნდა ვაღიარო, რომ “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი შენაძენი არ ვყოფილვარ. კატალონიურ გუნდში მუხლის ტრავმით გადმოვედი. მკურნალობის პროცესი წარუმატებელი გამოდგა და ქირურგიული ჩარევა კიდევ ერთხელ დამჭირდა. შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია იყო, შედეგად კი, “ბარსელონა” დავტოვე და “ბილბაოში” გადავედი. ასე რომ, უნდა ვაღიარო, რომ “ბარსელონაში” წარმატებას ვერ მივაღწიე. ეს რეალობაა.” – ციტირებს 53 წლის სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.

იმედი ვიქონიოთ, “ბარსელონაში” ვალვერდეს მე-2 მოღვაწეობა გაცილებით წარმატებული გამოდგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში