სამპაოლი: “მთავარია, მესი ბედნიერი იყოს”

სამპაოლი: “მთავარია, მესი ბედნიერი იყოს”

არგენტინის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი აცხადებს, რომ ის გუნდის ლიდერთან, ლეო მესისთან შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი დარჩა.

“ჩემი გუნდით მესის წინააღმდეგ ვთამაშობდი ხოლმე. ახლა კი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნაკრებში ბედნიერი იყოს. მთავარია, მოედანზე გვყავდეს ფეხბნურთელები, რომლებიც მასთან შეთამაშებულები არიან.

ლეოს უკვე ვესაუბრე. დავინახე, რომ ის ენთუზიაზმითა და იმედით სავსეა.

ვვარაუდობ, რომ უახლოეს მატჩებში, ყველა ფეხბურთელი თავს საუკეთესო მხრივ წარმოაჩენს.” – ციტირებს სამპაოლის სიტყვებს Marca.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია