მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა.
“კრიშტიანუ დამსახურებული ფეხბურთელია. ის გენიოსად არ დაბადებულა, მაგრამ მესის კონკურენციას უწევს და მის წინააღმდეგ “ოქროს ბურთისთვის” იბრძვის. პორტუგალიელმა სრულყოფილებას მიაღწია.
მესი მეტოქის კარს მოშორდა, კრიშტიანუ კი პირიქით – მას მიუახლოვდა და თითოეულ მატჩში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ფეხბურთელის წინ, რომელიც სეზონში 50-60 გოლს იტანს ქედი უნდა მოიხარო.“-ამბობს ვალდანო.



