“ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი კატალონიური კლუბის უკვე ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, მადლობას უხდის.
“წარმატებებს გისურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე, ლუის ენრიკე. მადლობა ამ წლებისთვის”, – წერს მესი Facebook-ის თავის ოფიციალურ გვერდზე.
“ბარსელონამ”, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, 3 სეზონის განმავლობაში 9 ტიტული მოიგო.



