მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “როგორც მწვრთნელი, ვალვერდე ძალიან მომწონს”

ინიესტა: “როგორც მწვრთნელი, ვალვერდე ძალიან მომწონს”

“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა. ლუის ენრიკეს 53 წლის ერნესტო ვალვერდე შეცვლის, რომელიც აქამდე ბილბაოს “ატლეტიკში” მუშაობდა.

“როგორც მწვრთნელი, ვალვერდე ძალიან მომწონს. “ბარსელონას” მასთან პროგრესირება შეუძლია. მან ყველა გუნდში შესანიშნავი სამუშაო გასწია, რომლებსაც ხელმძღვანელობდა. ვფიქრობ, რომ “ბარსელონაში” ის თავის ცოდნას გააფართოებს. დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ერთად ჩვენი გუნდი ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ღმერთმა ქნას, რომ ვალვერდეს დიდი წარმატება თან ახლდა.” – განაცხადა ინიესტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში