workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერარას “ბარსელონაში” გადასვლა არ სურს

ერარას “ბარსელონაში” გადასვლა არ სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა “ბარსელონაში” გადასვლას არ აპირებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Telegraph ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს, კატალონიურ კლუბში ერერას ხილვა სურს, რომელთან ერთადაც ის “ბილბაოში” თამაშობდა.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “წითელი ეშმაკების” დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს ერერა არ ეთმობა და ხელმძღვანელობას მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება თხოვა. ბოლო ცნობებით კი, ესპანეთში დაბრუნების სურვილს არც თავად ფეხბურთელი გამოთქვამს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward