“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” ერნესტო ვალვერდე გაწვრთნის.
“ვალვერდეს აქვს შესაძლებლობები, გადაწყვეტილება, ცოდნა და გამოცდილება. ის ენდობა ახალგაზრდა მოთამაშეებს და “ბარსელონას” სტილს სრულად შეესაბამება.
ის გულმოდგინედ მომუშავეა და ვარჯიშებსა და მატჩებში ტექნოლოგიას ენდობა.” – განაცხადა ბართომეუმ.



