“ბარსელონას” თავდამსხმელი პაკო ალკასერი აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში თავს ის ახლა უკეთ გრძნობს, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ესპანელმა შემტევმა ეს განცხადება ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გააკეთა, რომელშიც მან გოლი გაიტანა.
“სეზონის სტარტთან შედარებით, ყველაფერი გაცილებით კარგად მიდის. იმ დროს, გოლის გატანა მიჭირდა.
თამაშისთვის უნდა მომემატებინა და ადაპტაცია გამევლო. ეს გავაკეთე კიდეც.
მიხარია, რომ გუნდს გატანილი გოლით დავეხმარე. ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ როდესაც საქმე კარგად არ მიდის, ბოლომდე უნდა დავიხარჯო.
ლეო მესისთან ერთად მოედანზე ყოფნა რაღაც დაუჯერებელია. მხოლოდ ამ თამაშს არ ვგულისხმობ, არამედ მთელ სეზონს. ის დაუჯერებლად თამაშობს და ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. ლეო ამას ყოველდღე ამტკიცებს.” – ციტირებს ალკასერის სიტყვებს Marca.


