workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გადაცემული ჯილდოები “მუნდო დეპორტივოსგან”

გადაცემული ჯილდოები “მუნდო დეპორტივოსგან”

ორშაბათ საღამოს “მუნდო დეპორტივოს” ყოველწლიურ ცერემონიაზე ჩავი განმეორებით იქნა აღიარებული “2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად”.მის გარდა სხვადასხვა ჯილდოები მიიღეს ინიესტამ,ვილიამ,მწვრთნელმა ჩავი პასკუალმა და თვითონ კლუბმა,როგორც გასული წლის ყველაზე წარმატებულმა სპორტულმა ორგანიზაციამ კატალონიაში.

ორი პრემია ინიესტასთვის
ანდრეს ინიესტამ მიიღო ერთერთი ყველაზე საპატიო პრემია–Fair Play იმის გამო,რომ მან გამარჯვების გოლი მიუძღვნა გარდაცვლილ ფეხბურთელს დანი ხარკეს.ამის გარდა ანდრესმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ,რომელმაც წარადგინა ესპანეთი საერთაშორისო არენაზე.

ჯილდო ადამიანური ქცევისთვის

მას შემდეგ, რაც დევიდ ვილიამ მხარი დაუჭირა ჩილელ მეშახტეებს,მიიღო ჯილდო ამ ჰუმანური საქციელისთვის.
განსაკუთრებული ჯილდო ნაკრებისთვის
ასევე აღინიშნა ესპანეთის ნაკრების წარმატება,რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში.მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს, გადასცეს პრემია ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევისთვის.
კალათბურთელთა წარმატება
ასევე იქნა აღნიშნული “რეგალ ბარსას” გამოსვლები და მისი მთავარი მწვრთნელი ჩავი პასკუალი აღიარეს კატალონიის საუკეთესო მწვრთნელად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში