გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი ბერნარდო სილვას “მანჩესტერ სიტიში” ტრანსფერით უკმაყოფილოა. “მონაკოს” ყოფილი ნახევარმცველი, კატალონიელთა ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე იყო.
მოგეხსენებათ, რომ სილვა “სიტის” 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბერნარდო საფრანგეთის ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ხვალ, “ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას გავიგებთ.



