მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “უკეთესი გუნდი უნდა გავხდეთ”

პიკე: “უკეთესი გუნდი უნდა გავხდეთ”

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაზე საუბრობს. კატალონიელი უკანახაზელის თქმით, მოწოდების სიმაღლეზე ვერც მსაჯები იყვნენ და ვერც მისი გუნდი.

“მიმაჩნია თუ არა, რომ ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო? არა! ნამდვილად მიმაჩნია, რომ მსაჯებმა საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინეს, მაგრამ არ ვაპირებ შეთქმულების თეორიების მოყოლა დავიწყო. “რეალმა” მოიგო. სულ ესაა. ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და ცხოვრება განვაგრძოთ.

ამ სეზონის გამოცდილება საშუალება მოგვცემს ვიდეოგამეორებები დავნერგოთ.

ზოგიერთ მატჩში შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, რათა უკეთესი შედეგი დაგვეფიქსირებინა. ზოგჯერ, საკმარისი არაა მეტოქესთან ერთად დონეზე იყო. ამ გაკვეთილს სამომავლოდ გამოვიყენებთ – უკეთესი გუნდი უნდა გავხდეთ.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში